მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს
1741088901
სანქციებზე და ლატვიაზე გამახსენდა, დღეს ვეღარავინ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა.
„დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს. შარშან, მის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე – ხომ აღმოვჩნდით ჩვენ მართლები, სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდით, მტყუანები? პასუხად სიჩუმე იყო“, – წერს პაპუაშვილი.