ჩეხეთის პრეზიდენტი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პაველი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნით დარჩება.

ბაიკერობა ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტის ერთ-ერთი ჰობია. შარშან მას ბოდიშის მოხდაც მოუხდა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდ