ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქალაქის ცენტრი დაიტბორა

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქალაქის ცენტრი დაიტბორა

უამინდობა უნგრეთში - ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქალაქის ცენტრი დაიტბორა. დატბორილია ქვეყნის პარლამენტიც. ქალაქში გზები ნაწილობრივ გადაკეტილია.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რთული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებას სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი რესურსი აქვს.