ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

დევიდ ლემი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

„დღეს მე ორივე მხარეს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ“, - თქვა ლემიმ პარიზში მის ამერიკელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„ყველას ნათლად გვესმის, რომ საკითხის პოლიტიკური დარეგულირება მოლაპარაკებების გზით გვსურს, რათა ებრაელებს ისრაელის ჩრდილოეთში საკუთარ სახლებში დაბრუნება შეეძლოთ, ასევე როგორც ლიბანელებს“, - აღნიშნა მან.