"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ბლენჰეიმის სასახლიდან 18 - კარატიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დამნაშავედ ცნეს.
ცნობისთვის, ბლენჰემის სასახლიდან 2019 წლის 14 სექტემბერს 18 - კარატიანი ოქროს უნიტაზი რამდენიმე ადამიანმა მოიპარა.
ოქროს ძვირფასი უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა, მაურისიო კატელანამ შექმნა და მისი გამოფენის ნაწილი იყო.
უნიტაზის მოპარვამ შესამჩნევი ზარალი და დატბორვა გამოიწვია, რადგან ბლენჰეიმის სასახლეში მას დამთვალიერებლები იყენებდნენ. გამოფენის დამთვალიერებლებს 3 წუთის განმავლობაში შეეძლოთ, ძვირფასი ტუალეტით ესარგებლათ.
ოქროს უნიტაზი 2019 წელს ხუთმა ადამიანმა მოიპარა - ამ დროისთვის სასამართლოს განაჩენს სამი ადამიანი, 40 წლის ჯეიმს შინი, მაიკლ ჯოუნსი და ბორა გუჩუკი ელოდება.
სასამართლო ჯეიმს შინს ძარცვისა და დანაშაულის ორგანიზებას ედავება, ხოლო ერთ-ერთ თანამონაწილეს, ფრედ დოუს მოპარული ოქროს უკანონოდ გაყიდვას.
გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ ჯეიმს შინი დამნაშავედ გასულ წელს ცნო - პოლიციამ დანაშაულის ადგილზე შინის ანაბეჭდები, ხოლო დაკავებისას მის ტანსაცმელში ოქროს ნარჩენები იპოვა.
შინი აქამდე თაღლითობაში, გატაცებასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში იყო ეჭვმიტანილი - ის უნიტაზის მოპარვიდან 4 კვირაში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ.
არსებული ინფორმაციით, დაჯგუფება ბლენჰეიმში გამოფენის გახსნამდე ორი დღით ადრე იმყოფებოდა - მოპოვებული კამერის ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ მაიკლ ჯოუნსი ძვირფას უნიტაზს, საკეტებსა და ფანჯრებს ფოტოებს უღებდა.
მოპარული ოქროს უნიტაზი "ამერიკას" საბაზრო ღირებულება, ჯამში 17 მილიონ დოლარს შეადგენდა.