ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Balenciaga -ს აღმასრულებელი დირექტორი, სედრიქ შარბი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და ბრენდს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჯანფრანკო ჯანანელი Balenciaga -ში მუშაობას 2025 წლის ორი ნოემბრიდან შეუდგება. ჯანფრანკოს შესახებ იმის თქმა შეიძლება, რომ მას მოდის ბიზნესში კარგად ცნობენ.
ჯანანელის მაღალ მოდაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა რანგში, ძირითადად ბიზნესისა და გაყიდვების მიმართულებით, ისეთ სახელგანთქმულ მოდის სახლებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: Bottega Veneta, Prada და Givenchy. 2020 – 2023 წლებში, ჯანფრანკო Maison Margiela-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მარჯიელას მოდის სახლის დატოვების შემდეგ, რამდენიმე თვე, იგი Saint Laurent -ის კომერციულ დეპარტამენტში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ სედრიქ შარბი – ბიზნესმენი, რომელიც ბალენსიაგას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, 2025 წლიდან სწორედ Saint Laurent -ის აღმასრულებელ დირექტორად გადადის. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ Saint Laurent -სა და Balenciaga -ს ერთი კონგლომერატი – Kering ფლობს.
რაც ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, Balenciaga -ში შემოქმედებითი დირექტორის ცვლილებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, რამდენადაც გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ქართველმა დიზაინერმა, დემნამ ბრენდთან კონტრაქტი გააგრძელა.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039