ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს.
„მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან - ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.