ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა - უჩვეულო მოვლენა, რომელსაც ვერ ხსნიან

ასტრონავტი

ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, იანვარში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ისტორიაში პირველი "სამედიცინო ევაკუაცია" განხორციელდა. მისიის ნაადრევად დასრულების მიზეზი ასტრონავტის, სახელად მაიკ ფინკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მაიკმა კოსმოსში მეტყველების უნარი მოულოდნელად დაკარგა. 

59 წლის ასტრონავტი ამბობს, რომ მისი უჩვეულო მდგომარეობა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო და ამ დრომდე აღარაფერს შეუწუხებია. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მანამდე ასეთი რამ არასდროს დამართვია.

ერთ-ერთი ვერსიით,  მისი ავად გახდომა, შესაძლოა,  მიკროგრავიტაციის პირობებში მთლიანობაში 549 დღის გატარებას უკავშირდებოდეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ თემას კვლავაც იკვლევენ, რათა მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა შეძლონ.