უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი, ვიქტორ ორბანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა დიდი ხნის წინ დატოვეს - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უნგრეთისგან განსხვავებით, უნგრეთის ხელმძღვანელობამ ევროპა დიდი ხნის წინ დატოვა.

როგორც ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„უნგრეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი. ვიქტორ ორბანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა დიდი ხნის წინ დატოვეს“, - წერს ტუსკი.