როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად, რომ აგვიხდეს - ცაგარელის რჩევა
1731305015
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასთან განიხილავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს. ამის შესახებ გამოცემა Politico რამდენიმე ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს კიევის პოზიციების განმტკიცებას და „ძლიერი ხელის“ ჩამოყალიბებას მოსკოვთან მოლაპარაკების შემთხვევაში.
Politico აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის რიტორიკაში ოფიციალური ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ შეერთებული შტატები ახლა უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილავს უფრო ღრმა თავდაცვითი პოზიციების დაკავების ვარიანტს. ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ბარიერების მშენებლობას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე - ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და თხრილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელარუსთან. თეთრი სახლის წარმომადგენელი ანონიმურობის გარანტიით ამბობს, რომ თავდაცვის მიმართულებით გადასვლა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციის განმტკიცებას მომავალ მოლაპარაკებებში.
ასევე ნახეთევროკავშირი უნგრეთის თანხმობის გარეშე ამზადებს კიევის ფინანსური დახმარების გეგმას - FT
მანამდე The New York Times-ი წერდა, რომ პენტაგონი უკრაინას ურჩევს, 2024 წლის განმავლობაში მისდიოს სტრატეგიას „შეაჩერე და ააშენე“. ამის შემდეგ, ალბათ, 2024 ან 2025 წლის ბოლოს გაჩნდება რუსეთთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების რეალური შესაძლებლობა, აღნიშნავს გაზეთი.
უკრაინელების რუსეთთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო პოზიციაში დასაყენებლად შესაძლოა გამოდგეს უკრაინის ნატოში მიღების პროცესის დაჩქარება, განუცხადა Politico-ს ვაშინგტონში ევროპელმა დიპლომატმა.
თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები დაგეგმილი არაა და უკრაინის ჯარები თავდასხმას აგრძელებენ, რისგანაც მათ ბაიდენის ადმინისტრაცია „არ აკავებს“. სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები იწყება, მაგრამ თეთრ სახლს თავისი პოზიციებიდან საჯარო უკან დახევა არ შეუძლია ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო, განუცხადა გამოცემას კონგრესის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე მოითხოვა ანონიმურობა.
Politico-ს თანამოსაუბრეების განმარტებით, სტრატეგიის ცვლილება შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ხელშესახები წარმატების გარეშე შეიძლება გაართულოს ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანია და დონალდ ტრამპს მისცეს ხელი.