აშშ-ში ქარიშხალმა სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

შტორმი

აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლის პირველი ტალღის შედეგად, ოკლაჰომიდან ინდიანამდე განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, შენობები და ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები.

cbsnews-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს რეკორდულ ნალექს და სიცოცხლისთვის საშიშ წყალდიდობას მოუტანს.

მედიის ცნობით, დასავლეთ ტენესში, მისურისა და ინდიანაში ოთხშაბათს და ხუთშაბათს დილით სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ტენესის გუბერნატორის ბილ ლიმის განმარტებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა მეტი მსხვერპლი, რადგან სამძებრო სამუშაოები გაგრძელდა.