უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ვაშინგტონში გამართული საზეიმო ღონისძიების დროს დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და - ხალხთაშორისი ურთიერთობები.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი მოუთმენლად ელიან ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მიაღწიონ იმ ამბიციურ მიზნებს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული.