რა იყო გეგა კობახიძის უკანასკნელი სიტყვები - „ერთი სართულით ზევით პატიმარი ქალები ტირილით მღეროდნენ“
1741070544
მეტეხის ხიდთან, სადაც ავტომობილი ჩავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ავტომობილი მდინარე მტკვრიდან ცოტახნის წინ ამოიყვანეს - დაღუპული, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლია.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია.
"მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.