„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობდა.
საათზე მეტი მყვინთავები ავტომობილის პოვნას ცდილობდნენ.
დადასტურებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტოს საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.