აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა 2024 წელს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

კონგრესის ლიდერები

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა 2024 წელს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება 2024 წელს აშშ-ის მთავრობის დაფინანსებაზე 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობისაა.

შეთანხმება ითვალისწინებს შიდა და სოციალური უსაფრთხოების ძირითადი პროგრამების დაფინანსების გაგრძელებას, ბიუჯეტის შემცირების შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის მოთხოვნის მიუხედავად.

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება, კერძოდ, მოიცავს 886.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას თავდაცვის ხარჯებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 იანვარს განაცხადა, რომ შეთანხმებამ ქვეყანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვა არასაჭირო "შათდაუნის" თავიდან აცილებასა და მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტების დაცვას.