ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა, შეწყვიტოს სავაჭრო ომი ევროპის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით ფოკუსი ჩინეთზე გააკეთოს.
„კარგით რა, არ შეიძლება, სავაჭრო ომი ერთდროულად გქონდეს ევროპასთან და ჩინეთთან. იმედი მაქვს, ამაში დავარწმუნე“, – განუცხადა მაკრონმა ამერიკელ ჟურნალისტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონის პრიორიტეტი ჩინეთზე ტარიფების დაწესებაა“ და რომ ევროპასთან სავაჭრო ომის ერთდროულად წარმოება აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცდილობდა დაერწმუნებინა დონალდ ტრამპი არ დაეწესებინა ტარიფები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას არაფერი გაუკეთებია, რომ შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ზომები მიიღოს.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები ვერ შეძლებენ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, როგორც ამას შეერთებული შტატები ითხოვს, თუ ისინი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის პირისპირ აღმოჩნდებიან.