Apple ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ექიმების შექმნაზე მუშაობს

ექიმი

 Bloomberg-ის თანახმად, Apple მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით სერიოზულად არის დაინტერესებული.

პროექტს კოდური სახელი Mulberry ჰქვია და მისი მიზანია შეიქმნას სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ბევრ ასპექტში რეალურ ექიმებს ჩაანაცვლებს. საუბარია AI აგენტზე, რომელიც უფრო ავტონომიური იქნება, ვიდრე კლასიკური AI ასისტენტი.

Apple-ის მოწყობილობების გამოყენებით, როგორიცაა iPhone ან Apple Watch, განახლებული აპლიკაცია შეაგროვებს ჯანმრთელობის ყველა სახის მეტრიკას, თქვენი გულისცემის სიხშირის ჩათვლით. შემდეგ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტი გირჩევთ თუ როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

რამდენად სიღრმისეული იქნება ეს რეკომენდაციები
მოხსენების თანახმად, ჯანმრთელობის აპლიკაცია დააკვირდება იმას თუ რას ჭამთ. სწორედ ამ მაჩვენებლის ანალიზით გაიცემა რეკომენდაციები, თუმცა ზუსტად როგორ განხორციელდება ეს, არ ვიცით.

მეტიც, Apple ტელეფონის კამერასაც გამოიყენებს (ნებართვის შემთხვევაში), რათა AI აგენტმა შეძლოს თქვენი ფიზიკური აქტივობის გაანალიზება და მოგცეთ რჩევებს ფიზიკური ფორმის შესაბამისად.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ მიზნით კომპანია უკვე დაუკავშირდა სამედიცინო ექსპერტებს, რომლებიც პროექტში იქნებიან ჩართულნი. მაგალითად, თუ თქვენი მონაცემები აჩვენებს გულისცემის ცუდ ტენდენციას, ხელოვნური ინტელექტი შემოგთავაზებთ თემატურ ვიდეოს, რომელშიც კომპანიის პარტნიორი კარდიოლოგი გულის დაავადებების შესახებ საუბრობს.

მედიის თანახმად, პროგრამული განახლება iOS-ზე მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.