ანკარაში, სამთო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთი

თურქეთში, ანკარაში, სამთო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი  ხანძარი კარტალკაიას კურორტზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა.

გამოცემა NBC News-ის ცნობით, დამსვენებელთა ნაწილი თავიანთი ოთახებიდან ცდილობდა ხანძრის კერის დატოვებას - დაღუპულთაგან ორი პანიკის შედეგად შენობიდან გადმოხტა.  არსებული ინფორმაციით, სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.