ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
„ამა წლის 15 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას ძმა, მონა ღვთისა ზურაბი.
ზურაბ კეკელია ამჟამად გადასვენებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, სადაც მისი სულის საოხად ყოველდღე აღევლინება პანაშვიდი. დაკრძალვა შედგება 21 იანვარს, 15:00 საათზე, ამავე სოფელში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მონა ღვთისა ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ დეკანოზ შალვას და მათ ოჯახს.
შევთხოვთ უფალს, წიაღსა შინა აბრაამისასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.