დონალდ ტრამპმა სიკვდილით დასჯის შესახებ ყოვლისმომცველ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

 ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ აღმასრულებელ ბრძანებას სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელიც გენერალურ პროკურორს ავალებს "მიიღოს ყველა საჭირო და კანონიერი ზომა", რათა უზრუნველყოს შტატებში საკმარისი ლეტალური ინიექციების არსებობა სიკვდილით დასჯის განსახორციელებლად.

ტრამპის ბრძანება, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნდა, იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს არა მხოლოდ მოითხოვოს სიკვდილით დასჯა შესაბამის ფედერალურ შემთხვევებში, არამედ დაეხმაროს სიკვდილით დასჯის შენარჩუნებაში იმ შტატებს, რომლებსაც უჭირთ სასიკვდილო ინიექციური წამლების ადეკვატური მარაგის შენარჩუნება.

მოსალოდნელი იყო, რომ ტრამპი განაახლებდა ფედერალურ სიკვდილით დასჯას, რომელიც შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ 2021 წელს მორატორიუმი დააწესა. მხოლოდ სამი ბრალდებული რჩება ფედერალურ სასიკვდილო მსჯავრდადებულად მას შემდეგ, რაც დემოკრატმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცოტა ხნის წინ, 37 სიკვდილმისჯილს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.

აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპმა 13 ფედერალური სიკვდილით დასჯა დააინიციირა, რაც ყველაზე მეტი სასიკვდილო განაჩენია აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.