ამერიკელი მილიარდერი წყალქვეშა ხომალდის აშენებას და „ტიტანიკის“ ნანგრევებთან დაშვებას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერი

ამერიკელი მილიარდერი ლარი კონორი ღრმაწყლოვანი ხომალდის აწყობას და ტიტანიკის ჩაძირვის ადგილისკენ დაშვებას გეგმავს - ამგვარად მას სურს დაამტკიცოს, რომ ბატისკაფ „ტიტანის“ შარშანდელი ტრაგედია ცალკეული შემთხვევაა და ასეთი მოგზაურობის უსაფრთხოდ განხორციელებაც შეიძლება. ამის შეახებ The Wall Street Journal-ი წერს.

ბიზნესმენმა, რომელიც უძრავ ქონებაში ინვესტიციებით არის დაკავებული, განმარტავს, რომ ის და Triton Submarines-ის დამფუძნებელი პატრიკ ლეხი 3 ათასი მეტრის სიღრმეზე, ტიტანის ჩაძირვის ადგილისკენ ორადგილიანი წყალქვეშა ნავით დაეშვებიან.

„მინდა ადამიანებს დავუმტკიცო, რომ იმის მიუხედავად, რომ ოკეანე ძალიან ძლიერია, ის შეიძლება სასიამოვნოც იყოს და თქვენი ცხოვრება შეცვალოს თუ სწორად იმოქმედებთ“, - მიიჩნევს კონორი.

მისმა პარტნიორმა პატრიკ ლეხიმ უკვე მოამზადა წყალქვეშა ნავის პროექტი, რომლის აგებასაც 20 მილიონი დოლარი დასჭირდება. უკვე ცნობილია ხომალდის სახელწოდებაც - Triton 4000/2 Abyssal Explorer. კონორის თქმით, ასეთი აპარატის აგება ჯერ კიდევ 5 წლის წინ შეუძლებელი იყო, რადგან ტექნოლოგიები შესაბამისად არ იყო განვითარებული.

კონორმა ლეხის „ტიტანის“ ჩაძირვიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა და უფრო სრულყოფილი წყალქვეშა ნავის აგება შესთავაზა.

„ტიტანი“ ჩაძირულ „ტიტანიკთან“ ექსპედიციაში 2023 წლის 18 ივნისს წავიდა. ბატისკაფთან კავშირი 2 საათში გაწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ სპეციალისტებმა „ტიტანის“ პირველი ნამტვრევები და გარდაცვლილთა ცხედრების ნაწილები იპოვეს.

„ტიტანის“ ბორტზე იმყოფებოდნენ: კომპანია OceanGate-ის დირექტორი სტოკტონ რაში, წყალქვეშა აპარატის პილოტი პოლ-ანრი ნარჟეოლე, ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, ბიზნესმენი შაჰზად დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი.