„ამბობენ, მას თუ აკოცებ ან შეეხები, შვილი გეყოლება და კარგი პარტნიორი გეყოლებაო...“ - საფლავი, რომელსაც პარიზში მილიონობით ქალი სტუმრობს

ნუარი

ლუვრი და ეიფელის კოშკი ერთ-ერთ მთავარ მიზეზთა შორის არიან, თუ რატომ სურთ ადამიანებს პარიზს ესტუმრონ. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რატომაც ყოველწლიურად საფრანგეთი მოგზაურთა დიდ ტალღას იღებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ღირსშესანიშნაობათა შორის საფრანგეთში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სასაფლაოებს უკავია, განსაკუთრებით კი პერ-ლაშეზის სასაფლაოს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

პერ-ლაშეზის სასაფლაო ქალაქ პარიზის უდიდესი სასაფლაო, რომლის ტერიტორია 44 ჰექტარია და მას ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. პერ-ლაშეზე განისვენებენ ისეთი ლეგენდარული ფიგურები, როგორებიცაა ოსკარ უალდი, შოპენი და ჯიმ მორისონი.

თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ამდენ ცნობილ ადამიანს შორის ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის, ვიქტორ ნუარის სასაფლაოცაა, რომლის ცხოვრებაც განსაკუთრებული სულაც არ ყოფილა. ამისდა მიუხედავად, აგერ უკვე წლებია ვიქტორ ნუარი სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულა, რომელსაც ყოველ წელს ათასობით მანდილოსანი სტუმრობს.

ვიქტორ ნუარი ჟურნალისტი იყო, რომელიც ფრანგული გაზეთში, La Marseillaise-ში მუშაობდა. მისი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა.

ნოირი ნაპოლეონ III- ის ბიძაშვილმა, პრინცმა პიერ ბონაპარტმა მოკლა. პრინცი უკმაყოფილო იყო La Marseillaise-ში დაწერილი სტატიის გამო, რომელიც მასა და მის ოჯახს შეეხებოდა. ამიტომ ნუარი დუელში გამოიწვია.

დუელის დროსა და ადგილის შეთანხმების დროს, ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც ბონაპარტემ ნუარს ესროლა. მაშინ ნუარი მხოლოდ 22 წლის იყო. ამ ყველაფერს იმ დროის საფრანგეთში საკმაოდ დიდი დემონსტრაციები მოყვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიერ ბონაპარტი გაამართლეს.

თუმცა, ეს არ არის ის მიზეზი, რატომაც ამ უბრალო ადამიანის საფლავს უამრავი მანდილოსანი სტუმრობს და მის მემორიალს უამრავი ყვავილით ამკობს.

ნუარის ქანდაკება ზურგზე წევს, მას პალტო და შარვალი გახსნილი აქვს, ხოლო ქუდი გვერდზე უგდია. იქიდან გამომდინარე, რომ ნუარს ტრაგედია ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დაატყდა თავს, მისი საფლავი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე სიყვარულისა და განაყოფიერების სიმბოლოდ იქცა. ამბობენ, მას თუ აკოცებ ან შეეხები, შვილი გეყოლება და კარგი სქესობრივი ცხოვრება გექნება.

ამდენი სტუმრის შეხებისაგან ნუარის ქანდაკებას ფერი აქვს გადასული. ერთი პერიოდი მას ღობეც კი შემოარტყეს, რათა ის ქალების დიდი ტალღისაგან დაეცვათ.

 

ნახეთ, 2 მილიონ დოლარიანი სახლი თბილისში - რა ვიდეოს აქვეყნებს ჯორდანი

“გლოვობს ბათუმი… შენთან რა უნდოდა სიკვდილს…” - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს