ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია

აღ

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია - მხარეები მწვავე რიტორიკას განაგრძობენ. ამჯერად ვაშინგტონი ირანის საგარეო უწყების სამიზნეში მოხვდა.

მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბ-აბადი ამერიკის შეერთებულ შტატებს აგრესიის წყაროს უწოდებს და აცხადებს, რომ თეთრი სახლის მთავარი მოტივი არა მშვიდობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური ნების ძალისმიერი მეთოდებით თავსმოხვევაა. თეირანის შეფასებით, ვაშინგტონი მოლაპარაკებებს მხოლოდ მუქარისა და ზეწოლის იარაღად იყენებს.

პარალელურად, უკვე ჩინეთშია დონალდ ტრამპი, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ჩინეთის ლიდერთან ირანის ომზე ხანგრძლივ საუბარს გეგმავს. ამავე დროს, ტრამპი მიიჩნევს, რომ მათ ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის დახმარება არ სჭირდებათ.

"მშვიდობიანად თუ სხვაგვარად მოვიგებთ" - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.