გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ის არჩევას, - ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა მორწმუნეს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ ერთობასა და აღმავლობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.