„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც "საქართველოს ტყუილს აბრალებს".
„როგორც კი ობიექტური მდგენელი შემოდის განხილვაში და კვლევითი ორგანიზაციები მიუკერძოებლად იკვლევენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას, სიმართლეც არ აყოვნებს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი და რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი ავტორიტეტი. შესაბამისად, ამ კვლევის შედეგად, ყველა იმ ძალას გაეცა პასუხი, სადაც საქართველო დემოკრატიულობის მასშტაბით და ინდექსით წამყვან პოზიციებს იკავებს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით. ეს არის პასუხი ყველა იმ ძალისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გამორჩეულად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც საქართველოს აბრალებს ათას ტყუილს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, კვლევა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაფუძნებულმა "დემოკრატიების ალიანსმა" გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. საქართველო ლიდერ პოზიციას იკავებს არჩევნების გავლენის თვალსაზრისითაც - ამ კომპონენტში ის ევროპისა და ნატოს ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. გლობალური აღქმის ინდექსი 46 ათასზე მეტი რესპონდენტის შეფასებას ეფუძნება. რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა და პოზიტიური განწყობებით მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირს, ნატოსა და გაეროს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიაზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, საქართველო კი ამ მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს.