144 დაღუპული და 732 დაშავებული - მიწისძვრის შედეგები მიანმარში

მიწისძვრის შედეგები მიანმარში

მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. სტიქიური მოვლენის გამო, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.

სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.

წყარო: rustavi2.ge