თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ვრცელდება
17 წუთის წინ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს. პრესსამსახურში "კურიერს" განუცხადეს, რომ პრეზიდენტს მიწვევაც კი არ მიუღია.
ამ თემაზე დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიფინგი გამართა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვმა 9 მაისის ღონისძიებაზე მიიწვია.
შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დეზინფორმაციასა და აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობაზე ისაუბრეს.