105 წლის ქალს სურს, საკუთარ დაბადების დღეზე, დისკოთეკაზე გაერთოს

105 წლის ქალი

გაერთიანებული სამეფოში მცხოვრებმა ქალმა სურვილი გამოთქვა, რომ მისი 105-ე დაბადების დღე დიდი წვეულებით აღენიშნათ. ამის შესახებ EDM წერს.

ჰილდა ჯექსონი 25 თებერვალს 105 წლის გახდება. ის მოხუცთა პანსიონატში ცხოვრობს. ჯექსონი საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა, ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა, თამაშობდა ჩოგბურთს, მუშაობდა ტექსტილის ქარხანაში და ამზადებდა საბრძოლო მასალასაც კი მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბრიტანელმა 105 წლის დაბადების დღის აღნიშვნა უჩვეულოდ გადაწყვიტა. ქალმა საჩუქრად დისკოთეკის მოწყობა ითხოვა. დაბადების დღეზე ცოცხალი დიჯეი იქნება.

მოხუცთა თავშესაფარში დისკოთეკაზე წარმოდგენილი იქნება კლასიკური საცეკვაო ჰიტები და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეუკვეთონ საკუთარი კომპოზიციები.

ის მუდმივად მოძრაობაშია, ძალიან მიზანდასახულია და ნათლად იცის რა სურს. ის ყოველთვის ცეკვისა და წვეულების დიდი მოყვარული იყო“, - უთხრა მედიას მოხუცთა სახლის თანამშრომელმა რებეკა ვასმა.