NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის გაშვება 1 წლით გადადო

NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის გაშვება 1 წლით გადადო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის Artemis II-ს გაშვება 2025 წლის სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა. ამასთან, ასევე 1 წლით გადაიდო შემდეგი მისია Artemis III-ც, რომლის ფარგლებში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, მთვარეზე ადამიანები უნდა დაესვათ.

ორივე მისია მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ მოდული „პერეგრინი“, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს, საწვავის დაკარგვის გამო თავის მისიას ვერ ასრულებს.