anemia

ანემიის სამკურნალო ხალხური მეთოდები - რეცეპტები ბებიის სკივრიდან

როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროსცალ-ცალკე გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი. სათითაოდ გამოწურეთ წვენი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი ოდენობით.

ბოთლი ცომით შეფუთეთ და სამი საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე თავისუფლად აორთქლდეს. მიღებული ნარევი უნდა მიირთვათ ჭამამდე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი სამი თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი უნიკალური მეთოდია!

აიღეთ 3 ს/კ კრაზანა, 2 ს/კ ჭინჭრისდედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი; წვრილად დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით სამი ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ, თითო ჭიქა, ცხელი.

სისხლნაკლებობისა და განლევის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ დაასხით ორი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით და დღის განმავლობაში მიირთვით 3-4-ჯერ (ანუ მომზადებული ნაყენი 3-4 ულუფად გადაანაწილეთ). 

სასარგებლოა ახალმომზადებული, უმარილო ბრინჯის ნახარში _ 1/2 ჩ/ჭ, ჭამის წინ.

ყოველდღიურად, უზმოზე, საჭიროა 100 გ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჩ/ჭ წვენი, დაუმატეთ ერთი ჩ/კ თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში, ჭამამდე თითო საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე უნდა მოამზადოთ.

როგორი უნდა იყოს რაციონი ანემიის დროს

მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, ანემიის დროს რეკომენდებულია დიეტა-თერაპიაც: კერძოდ, სასურველია ცხიმების ზომიერად (70-80 გრამამდე) შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე ძვლის ტვინის გაცხიმოვნება. ცხიმები თრგუნავს სისხლწარმოქმნას. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს _ რძისას, მზესუმზირასას და საზოგადოდ _ მცენარეულს. საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ ლიპოტროპული (ცხიმისმაგვარი) მოქმედების პროდუქტებით, რომლებიც გაცხიმოვნებისგან დაიცავენ ღვიძლსა და ძვლის ტვინს. ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მიირთვათ 100 გ ღვიძლი, საკვებ რაციონს დაუმატეთ საფუვრიანი კერძები.

საფუვრის სასმლის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 50-100 გ საფუარი, გახსნათ 500-700 მლ წყალში და წამოადუღოთ. სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები _ რკინა, კობალტი, თუთია, მანგანუმი ორგანიზმში აღწევენ ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით.

ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმები პაციენტებს ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშების მიღებას ურჩევენ. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი და თევზი, ღვიძლი, ფილტვი, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები. სასურველია შეიზღუდოს: ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა.

ანემიის დროს აუცილებელია რაციონის სასარგებლო პროდუქტებით გაჯერება. ამ უკანასკნელთა შერჩევა კი ეფუძნება მათ კალორიულობას, აგრეთვე _ მათში რკინისა და ც ვიტამინის შემცველობას. რეკომენდებულია საკმაო რაოდენობით კარაქის, ნაღებისა და რძის მიღება. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით _ ბოცვრისა).

რაციონში უნდა შედიოდეს კარტოფილი და პარკოსნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი. აგრეთვე, აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა.

მთავარი სიახლეები