9 საათის შემდეგ ჭამა კიბოს რისკს ზრდის - მეცნიერები გვაფრთხილებენ

ჭამა

ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 9 საათის შემდეგ ჭამა სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეცნიერების თქმით, იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც საკვებს 9 საათის შემდეგ მიირთმევენ, სიმსივნის გაჩენის რისკი 25%-ით მეტია. 

ასევე ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჭამასა და ძილს შორის აუცილებელია 2 საათიანი შუალედის დაცვა. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ჭამის შემდეგ ეგრევე არ დავიძინოთ და 2 საათი ფხიზლად ვიყოთ. 

მათი თქმით, საღამოს საათებში მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება, საკვების მიღება კი მის დაჩქარებას უწყობს ხელს. შედეგად, ეს ყველაფერი ადამიანის ბიოლოგიური საათისა და რიტმის დარღვევას იწვევს, რის შედეგადაც ძუძუს კიბოსა და პროსტატის კიბოს გაჩენის რისკი იზრდება. 

კვლევაში მონაწილეობდა:

621 პაციენტი, რომელსაც პროსტატის კიბო ჰქონდა

1205, რომელსაც ძუძუს კიბო ჰქონდა

2 193, რომელსაც კიბოს არცერთი ფორმა არ ჰქონდა. 

მეცნიერები მათ კვების რაციონს აკვირდებოდნენ.  კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც 9 საათის შემდეგ არ ჭამდნენ, კიბოს გაჩენის რისკი 20%-ით მცირდებოდა. 

ხოლო მათ შემთხვევაში ვინც საკვებს 9 საათის შემდეგ იღებდა, 25%-ით იზრდებოდა.