ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
მსახიობი მზია მაღლაკელიძე ორი დღის წინ 87 წლის გახდა. მან „პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ერთ ინტერვიუში, გაგვანდო ისტორია, თუ როგორ უთხრა უარი ლანა ღოღობერიძეს, რომელმაც 1978 წელს, ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, როლი შესთავაზა. მზიას ერთ-ერთი რესპონდენტის როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა მსახიობისგან მიღებული უარის შემდეგ, რეჟისორმა ეს როლი მანანა გამცემლიძეს შესთავაზა…
მზია მაღლაკელიძე: – წარმოგიდგენიათ, ლანას რომ ფილმში თამაშზე უარს ეტყვი…
კინოში ტექსტის დაზეპირება მიჭირდა, ვწვალობდი. სცენაზე ასე არ იყო. ამიტომ ვამბობდი უარს კინოში გადაღებაზე. შერცხვენილი ვიყავი მასთან. არასდროს მომენტი არ ჩამივარდა, რომ მისთვის ეს პირადად მეთქვა. თქვენი მეშვეობით მე მას საჯაროდ პირველად მოვუხდი ბოდიშს.
94 წლის რეჟისორმა კი, საჯაროდ ნათქვამი ბოდიშის შესახებ, ჩვენგან შეიტყო და ძალიან გაუხარდა.
ლანა ღოღობერიძე: – მადლობა მზიას… ახლა გავიხსენე ეგ ისტორია, არც მახსოვდა. შესაბამისად, ვერაფერს მოვყვები. მზიას მიმართ ყოველთვის კარგად ვიყავი განწყობილი.
– და ის რომ, სხვა ფილმებში მზია მაღლაკელიძეს როლი აღარ შესთავაზეთ, ერთგვარი წყენით ხომ არ იყო გამოწვეული?
– არა, რა თქმა უნდა. მე ასეთი რამეები არც მამახსოვრდება. სრულიად არ ვიდებ წყენას გულში. მოკითხვა მზიას.
ასევე დაგაინტერესებთ: "გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი. ვგრძნობდი, რომ მაყურებლის წინ გარდავიცვლებოდი..." - შემთხვევა, რომელმაც მაკა შალიკაშვილი შეცვალა
"ამერიკა ადამიანებს შანსს აძლევს, სიბერეშიც იყვნენ ბედნიერნი" - მზია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში 87 წლის გახდა