,,მიმოიხედავ, მეგობრებმა დაგტოვეს მარტო... სამყარო შთანთქა სიცარიელემ..." - ლანა ღოღობერიძე მეგობრის გარდაცვალებაზე

lana

ლანა ღოღობერიძე მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას პოეზიით უმკლავდება და ფეისბუქზე წერს.

ლანა ღოღობერიძე: რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა გული ლორთქიფანიძე, მესამე კლასიდან ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი უკანასკნელი.

ირგვლივ ბინდია

ირგვლივ ბინდია, გათენების წყურვილით სავსე,
რაღაც თავდება, უსასრულო თუ წამიერი...
მიდიან ასე, მეგობრები მიდიან ასე,
გარშემო ფრთხილად ისადგურებს სიცარიელე.
სიბერე - მწუხრი. შეუცნობი გატყდება თავზე
და სადღაც შორით ილანდება დასალიერი...
მეგობრები კი უხმაუროდ მიდიან ასე -
გულში გროვდება სიცარიელე.
გზა ცხოვრებისა - ვიწრო თუ ფართო,
და დედამიწა - მდუმარე და უკაცრიელი.
მიმოიხედავ, მეგობრებმა დაგტოვეს მარტო.
სამყარო შთანთქა სიცარიელემ.
სიცარიელე.

... 2023 წელი