დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეზო გაბრიაძის პირველი ნამუშევარია კინოში.
ფილმის სცენარი, რომელსაც თავიდან „სიყვარული, ხანჯალი და ღალატი“ ერქვა, რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარი იყო. გაბრიაძე მოსკოვში სწავლობდა. მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ალექსეი კაპლერი იყო.
ცნობისთვის, ეს ის კაპლერია, სტალინის ქალიშვილთან რომანის გამო, 1943 წელს რომ დაიჭირეს და „ინგლისის სასარგებლოდ შპიონაჟის“ მუხლით 5 წლით ვორკუტაში უკრეს თავი.
მოკლედ, კაპლერს გაბრიაძისთვის სცენარი დაუწუნებია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ქართველებს დასანახავად ვერ იტანდა. მეტიც, რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს კიდეც - როგორ შეიძლება დიპლომიანი მხატვარი სასაფლაოზე მუშაობდესო?.დაწუნებული სცენარი რეზო გაბრიაძემ თბილისში ჩამოიტანა და რეჟისორ ელდარ შენგელაიას აჩვენა, რომელსაც სიუჟეტი ისე მოეწონა, რომ დიდხანს არც უფიქრია, გადაღება გადაწყვიტა.გაბრიაძემ და შენგელაიამ სცენარის დახვეწა დაიწყეს. სწორედ ამ დროს კინოსტუდიაში გურამ ლორთქიფანიძე მივიდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში ორწლიან სარეჟისორო-სასცენარო კურსებზე სწავლობდა. კინოსტუდიაში კი პრაქტიკის გასავლელად იყო მისული.
„ლორთქია“ ელდარ შენგელაიასთან სტაჟიორად მოხვდა და…მომავალი გენიალური ფილმისთვის თავიდან "ვერნისაჟის" დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ რადგან სიტყვა „ვერნისაჟი“ შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარი ყოფილიყო, ამიტომ ავტორებმა ეს სიტყვა „გამოფენით“ შეცვალეს...