„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
მარინა დარასელია 9 აპრილს 63 წლის გახდა. მსახიობმა დაბადების დღე ბათუმში, ნათესავის ოჯახში აღნიშნა. ბათუმს სამი დღე სტუმრობდა. მიზეზი ახალი ამპლუაა - კახა ფირცხალაიშვილმა და ნუგზარ ერგემლიძემ იუმორისტულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. სკეტჩში უნდა ითამაშოს. თან მღერის.
"ხარხარ - Show" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ავტორიც ნუგზარ ერგემლიძე და კახა ფირცხალაიშვილი გახლავთ. მუსიკალურ-სატირულ-იუმორისტული შოუს პრემიერა 7-8 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგება. შოუს წამყვანი ნუგზარ კვაშალია.
მარინა დარასელიამ "პრაიმტაიმთან" თავისი გამორჩეული დაბადების დღე გაიხსენა.
მარინა დარასელია: რაც ასაკი მემატება, მით უფრო ენერგიული ვარ ბავშვივით. იმხელა ენერგია მაქვს, რომ გარშემო ვაფრქვევ და ეს შესამჩნევია. ძალას ჩემი საყვარელი საქმე და მაყურებლის სითბო მაძლევს. მიღებული სიყვარული ძალიან მავსებს. ბათუმში ქუჩაში მაჩერებდნენ, ვაიმე, ლამარა ბათუმშიაო. ეკრანზე ორი წელია არ ვჩანვარ, მაგრამ მაყურებელს ჩემი გმირი ახსოვს და იცით, რას მეუბნებიან? ცუდ ხასიათზე რომ ვართ, ძველ სერიებს ვუყურებთო. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ეს დაბადების დღე ჩემთვის დაუვიწყარი გამოვიდა. კახა ფირცხალაიშვილის ოჯახში აღვნიშნეთ; სულ ცნობილი სახეების გარემოცვაში. ვიმღერეთ, მომეფერნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მე და ნუგზარ კვაშალის ძმა, ალეკო თეატრალურში ჯგუფელები ვიყავით. ნუგზარი გაგიჟდა, რომ ალეკოს გარდაცვალების დღე - 7 აპრილი რომ მახსოვდა. გაუხარდა...
კარგი დრო ვატარეთ, მეც მიმყავდა პარადი და მათაც. ბევრი ვიმღერეთ.
მადლობა უფალს, რომ იმ სამ დღეში, ყველაფერი კარგად აეწყო. ამ იუმორისტული პროექტისთვის რადიოში ჩავწერეთ სიმღერა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ნუგზარ ერგემლიძემ დაწერა.
შოუ საქართველოს კუთხეების იუმორზე აეწყობა. მე და სესე მიქავა სამეგრელოს სკეტჩებს წარმოვადგენთ. იქნება მუსიკალური ნომრები...
მსახიობებიდან - ზურა ცინცქილაძე, დათო კვირცხალია, ოზურგეთის თეატრის დასის მსახიობები შემოგვიერთდებიან. ვნახოთ, რა გამოვა...
ასევე დაგაინტერესებთ:
"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს
"გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი