მერაბ კოკოჩაშვილი 89 წლის გახდა - „ასაკს ვერ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ახალი ფილმის გადაღება მოვახერხე"

merabi

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. რეჟისორი 89 წლის გახდა. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ბედნიერია, რომ მის ასაკში კიდევ ერთი ფილმის გადაღება შეძლო. 

ფილმს საფუძვლად უდევს აკა მორჩილაძის "ტერცო მონდო". მთავარ როლებს დუტა სხირტლაძე და ლევან წულაძე ასრულებენ.

მერაბ კოკოჩაშვილი: მშვენიერ განწყობაზე ვარ. დავამთავრე ფილმი "ტერცო მონდო". თვის ბოლოს კინოთეატრ "ამირანში" პრემიერა მექნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ მოვახერხე ფილმის გადაღება.

მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის. იყავით დიდხანს ყოჩაღად, ჯანმრთელად, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაში. 

***

რეჟისორი მხნედ გამოიყურება. აქტიურად ცურავს, რასაც მისი ჯანმრთელობის საიდუმლოებად მიიჩნევს.

"სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.

იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა."

ასევე დაგაინტერესებთ:

"ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობს

"დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" შემდეგ, მე მიშა აღარ მინახავს. გული მწყდება, რომ რაღაც ისე ვერ აეწყო..." - მიშა ბუკიას რეზო ჩხიკვიშვილი და ლაშა თაბუკაშვილი იხსენებენ

"დედა რომ ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, მამას უთქვამს, მეტი შვილი არ გვინდაო. საშინელ თოვლჭყაპში, დედამ მარტომ გამაჩინა... არ გიყვარდი-მეთქი, მამას ვაჯავრებდი..." - იუბილარი ეთერ თათარაიძე დაბადების საოცარი ისტორიით