"ვერ იჯერებდა და ნახევარი საათი მაფიცებინა. ამოვიწყვიტე დედის მხარე, მამის მხარე" - რა ვერ დააჯერა მარინა დარასელიამ დავით კვირცხალიას

davit

CNN-მა რომ თავის 20 რჩეულ წვნიან კერძს შორის, ქართული ხარჩოც რომ დაასახელა, რატომღაც მსახიობი მარინა დარასელია გამახსენდა; მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ "ლამარას" კერძების მზადება არ ეცოდინებოდა და სამზარეულო მისი აქილევსის ქუსლი იქნებოდა.

ისე კი გეტყვით - ოცეულში მეგრული ხარჩოს კონკურენტები, სხვა კერძების გვერდით, ესპანური გასპაჩო, უკრაინული ბორშჩი, ტაილანდური ტომ იან გუნი, მექსიკური მენუდო, ფრანგული ბუიაბესი გახლდათ.

მარინა დარასელია: ხარჩო სამეგრელოში ძალიან აღიარებული კერძია. ვგიჟდები ისე მიყვარს.

ტანმა გიგრძნო, მგონი, ახლა აკეთებს ჩემი დისშვილი საქონლის ხორცის ხარჩოს! ზუგდიდში რომ იყო, დაგპატიჟებდი.

მარხვის მერე რა გენატრებაო, მკითხა იამ. მოდი, ხარჩო გავაკეთოთ-მეთქი.

მე მზადება არ ვიცი. მე კი არა, ჩემი დისშვილი უნდა იყოს "ჩცდ"-ს ლამარა. საუკეთესოდ ამზადებს. ათასნაირ სუნელებს აყრის, რეებით აზავებს, რა სუნს ატრიალებს, იმ სურნელით დანაყრდები. ზღაპარი ხარჩო გამოსდის. და ღომი მისი განუყრელი ნაწილია თავისი შებოლილი სულგუნით...

გრიშა კაკაჩიას ანუ დათო კვირცხალიას ეგონა, მე ზღაპრულად ვამზადებდი კერძებს და რომ ვუთხარი, მე საერთოდ არ ვიცი მზადება-მეთქი, ვერ იჯერებდა და ნახევარი საათი მაფიცებინა. ამოვიწყვიტე დედის მხარე, მამის მხარე. არ დაიჯერა. სამაგიეროდ, სახლში მყავს არაჩვეულებრივი დიასახლისი, ნამდვილი "ლამარა."

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

  "კახი, ჯემალი და გურამი - სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი, იუდა ისკარიოტელებს ეძახდა" - ზინაიდა კვერენჩხილაძე 91 წლის გახდებოდა

„ეს ოპერა თქვენს ქალიშვილს მივუძღვენი... ქალი დიდხანს იდგა თვალზე ცრემლმორეული" - ზაქარია ფალიაშვილის შეხვედრა მარო მაყაშვილის დედასთან

დაიცავი ეს, ნიჭისგან, სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე“ - მამუკა ჩარკვიანი 68 წლის გახდა