1728312638
ლარისა ივანოვნა ,,მიმინოს'' ემშვიდობება
„ვახტანგ კიკაბიძე მომღერალი და შესანიშნავი მსახიობი იყო, ვისთანაც ადვილი იყო მუშაობა“, განუცხადა „რია ნოვოსტის“ მსახიობმა ელენა პროკლოვამ.
ქართველი კინომსახიობი, ესტრადის მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, კომპოზიტორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ჩემთვის არა მხოლოდ მშვენიერი მსახიობი, მომღერალი წავიდა, პირველ რიგში, ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა, მსახიობი, ვისთანაც ასე ადვილი იყო მუშაობა“, - განაცხადა მსახიობმა.
პროკლოვამ აღნიშნა, რომ მისთვის ფილმ „მიმინოში“ კიკაბიძესთან მუშაობა იყო „რა თქმა უნდა საქართველო, კარგი ხალხი, ქეიფი“. ის ამ დროს იხსენებს "მხოლოდ დიდი მადლიერებითა და სიხარულით".
„ვგლოვობ მის მთელ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს დიდ ადგილს ხალხის გულებში როგორც მომღერალი, როგორც მშვენიერი მსახიობი და როგორც მშვენიერი ადამიანი", - დასძინა მან.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888