33 წლის მილიონერმა ცნობილი რადიოწამყვანი მოკლა

ანა

სასტიკი მკვლელობა ფოტოსესიის შემდეგ: რუსული რადიოს წამყვანი ანა აზოვსკაია მოსკოვში გარდაიცვალა.
მოსკოვში მოკლეს რუსული 'რადიო ვოლოგდას~ 34 წლის დამფუძნებელი და წამყვანი, ანა აზოვსკაია. გარდაცვლილს სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 
ცნობილი ჟურნალისტის ცხედარი დედაქალაქის ჩრდილოეთით, პოლინა ოსიპენკოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კიჩგოროდეცკაიას ხის გადამამუშავაბელი კომპანიის გენერალური დირექტორი, ვლადიმერ მაკლაკოვი.

ანამ ბიზნესმენი 2021 წლის ივლისში გაიცნო. ახალგაზრდები მოსკოვში საახალწლო არდადეგებზე ჩავიდნენ და 31 დეკემბერს ნაქირავებ ბინაში დაბინავდნენ. 

შეყვარებულებმა დედაქალაქში სადღესასწაულო ფოტოსესია გამართეს. მკვლელობა 3 იანვარს მოხდა. ბინაში აზოვსკაიამ და მაკლაკოვმა იჩხუბეს. 33 წლის მამაკაცმა სამზარეულოს დანა აიღო და ანას რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებულმა მაინც მოახერხა გათავისუფლება და სააბაზანოში ჩაკეტვა. თუმცა, თავდამსხმელმა კარი გამოამტვრია, რის შემდეგაც დანით კვლავ მიაყენა ჭრილობები. 


მეზობლებმა ყვირილი გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა კარი შამტვრიეს. ქალი გარდაცვლილი დახვდათ. სამზარეულოში მამაკაცი იჯდა სისხლიანი ხელებით, არც ისე ფხიზელ  მდგომარეობაში”, - განუცხადა KP.RU-ს წყარომ. ექსპერტიზის დროს ცხედარზე 30-ზე მეტი დანით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩინეს. მთელ ბინაში სისხლის ლაქები იყო. მაკლაკოვი მოგვიანებით დააკავეს.

„ბრალდებულის თქმით, 3 იანვარს მათ შორის შელაპარაკება მოხდა და მან ბინაში არსებული სამზარეულოს დანა რამდენჯერმე დაარტყა ქალს, რის შემდეგაც მან აბაზანაში დამალვა სცადა, მაგრამ კარის გაღება შეძლო და განაგრძო დანის დარტყმა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ალკოჰოლს სვამდა. მან დანაშაული აღიარა“, - აცხადებენ პროკურატურაში. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 
ანა აზოვსკაია იყო ვოლოგდას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის ქალიშვილი.

ახალი წლის წინა დღეს, ბედნიერი წყვილი ვოლოგდადან დედაქალაქში ჩავიდა რომანტიკული მოგზაურობით - სურდათ, ლამაზად აღენიშნათ დღესასწაული და განიხილავენ ერთობლივ გეგმებს, სამომავლოდ ...
ცნობილია, რომ ანა და ვლადიმერი ერთად იყვნენ დაახლოებით წელიწად-ნახევარი - თუმცა  ანა აზოვსკაია ახალგაზრდა მამაკაცის არსებობას მალავდა. 

ყველაზე ცუდი ისაა, რომ საყვარელი ადამიანის მოკვლით, ვლადიმერ მაკლაკოვმა - ნებით თუ უნებლიეთ - გაიმეორა ბიძაშვილის მკვლელობის სცენარი, რომელმაც 2020 წლის შემოდგომაზე შოკში ჩააგდო მთელი ვოლოგდას ოლქი.

33 წლის მაკლაკოვი მეწარმეთა დიდი კლანის შთამომავლია, კიჩმენგსკიდან. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახი ამ მხარეში. 

2020 წლის სექტემბერში ტრაგიკულად დაიღუპნენ ვლადიმირის ბიძაშვილი მარინა მაკლაკოვა და მისი 6 წლის ქალიშვილი.

„მარინა ძალიან კარგი გოგო იყო, მაგრამ მას არ გაუმართლა მამაკაცებთან, - ჰყვება ოჯახის მეგობარი. - ერთ დროს მოსკოვში გადავიდა, იქ მას ჰქონდა რომანი კორეელ მამაკაცთან, რომლისგანაც დაორსულდა. საქმრო ნათსავებს გააცნო, მაგრამ მაკლაკოვებმა რატომღაც არ მიიღეს სასიძო. მარინა დარჩა კიჩმენსკში, მშობლებთან, გააჩინა.  გოგონა და გაზარდა - ნიკოლი ძალიან ლამაზი იყო ...

2019 წელს ადგილობრივმა მეხანძრემ, კონსტანტინე კაპუსტინმა ქალის მიმარტთ ყურადღება გამოიჩინა და მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება. 2020 წლის ზაფხულში მარინამ უთხრა ახალგაზრდას, რომ მისგან ორსულად იყო. ამიტომ, მათ აუჩქარებლად დაიწყეს ქორწილისთვის მომზადება. ქორწილი შედგა, კაპუსტინმა ნიკოლი იშვილა, ორი კვირის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.

კაპუსტინმა მარინა დანით მოკლა, შემდეგ კი გადაწყვიტა მოეშორებინა პატარა მოწმეც - მისი ნაშვილები ქალიშვილი. გოგონაც დანით მოკლა. სახლს, რომელშიც ორი ცხედარი დატოვა, ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ის პოლიციას კიდევ რამდენიმე დღე ემალებოდა მეზობლად. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ვლადიმერ მაკლაკოვმა კი მაშინვე აღიარა დანაშაული.

დაკითხვისას კაცმა თქვა: „დიახ, წინა დღეს ბევრი დავლიე, ძალიან ძლიერი, სერიოზული გრძნობები მქონდა ანას მიმართ. მეგონა, მასაც ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ და მასაც ისევე ვუყვარდი, როგორც მე, მაგრამ ამ ვიზიტის დროს რაღაც არასწორად წარიმართა. ვიჩხუბეთ. ვერ ავხსნი, რა დამემართა…”

ნაცნობების თქმით, მაკლაკოვი ერთხელ იყო დაქორწინებული, მაგრამ ძალიან სწრაფად განქორწინდა. შემდეგ ის დიდხანს ცხოვრობდა ქალთან, რომელმაც მისგან გოგონა გააჩინა.

მისი გარემოცვა აღნიშნავს,  რომ როცა სვამდა, აგრესიული ხდებოდა, ფხიზელი კი  ძალიან წესიერი ადამიანი იყო. როგორც ჯენტლმენი - თავაზიანი და კეთილი და გულუხვიც. იცის, როგორ გაანებივროს ქალები ლამაზი საჩუქრებით!ვლადიმერ მაკლაკოვს 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.