პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში ტრაგედია დატრიალდა - საცხოვრებელ ბინაში, ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი დეა ტალაშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მან ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავა და კონტაქტი არავისთან ჰქონია.
"ჩვენ ასე ვიცით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის საწყალი. დედისერთაა და დედა ჰყავს ემიგრაციაშიო. მგონი, მამაც გარდაცვლილიაო, ასე ამბობს ხალხი. აქ ცოტა ხნის წინ მოვიდა და კონტაქტი არავისთან ჰქონდა. შუადღისას გავიგეთ, ეს საშინელი ამბავი", - ამბობენ თელაველები.
როგორც სოციალურ ქსელში დეას ახლობლები წერენ, გოგონა 24 წლის სწორედ გუშინ გახდა.
წინასწარი ვერსიით, დეა ტალაშვილი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დაიღუპა.