ვარკეთილში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს
1740161507
იტალიელმა ხელოვანმა, სალვატორე გარაუმ მეტად უჩვეულო, კონცეპტუალური ქანდაკება შექმნა. საქმე ისაა, რომ ნიმუში არამატერიალური ფორმით არსებობს. სწორედ ამიტომ, გარაუს ქანდაკებას უხილავს უწოდებენ.
თუმცა მიუხედავად ამისა ქანდაკებამ საზოგადოების დაინტერესება მაინც გამოიწვია და 18 000 დოლარად გაყიდა. როგორც ავტორი განმარტავს, თუ სხვა პერსპექტივიდან შევხედავთ, ქანდაკება, სახელწოდებით Io Sono (მე ვარ), არსებობს და ის პირველ რიგში ვაკუუმს წარმოადგენს.
71 წლის ხელოვანი ამბობს, რომ “ვაკუუმი ენერგიით სავსე სივრცეა და თუნდაც ის სულ ცარიელი იყოს, ამ "არაფერსაც" აქვს წონა. შესაბამისად, მას აქვს ენერგია, რომელიც ნაწილაკებად გარდაიქმნება და ჩვენში აღმოჩნდება".
მოგვიანებით გარაუს ამერიკელმა ხელოვანმა, ტომ მილერმა პლაგიატის ბრალდებით უჩივლა. მისი თქმით, თავდაპირველი იდეა მას ეკუთვნოდა. მართლაც, უხილავი ქანდაკება, როგორც კონცეპტუალური ნიმუში, მილერის ავტორობით ფლორიდაში ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა.