„ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით...“ - რას იხსენებს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე

inga

ინგა ფერაძემ უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მშობლიურ მიწას, დღეს შუერთდა.

პიანისტი ნიკა ნიკვაშივილი ფეისბუქზე მომღერალთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს. ინგას ცნობილი ალბომი - "ოქროყანის აღმართი" ნიკას ორგანიზებით გამოცემულა... აი, როგორ დაიწყო მუსიკოსების ტანდემი.

ნიკა ნიკვაშვილი: მაშინ, ალბათ, 25 ან 26 წლის ვიყავი, როდესაც ღრმა ბავშვობის შემდეგ, ინგა ფერაძის სახელმა ახლიდან შემახსენა თავი. ეს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მის სცენაზე გამოსვლას უკავშირდებოდა და მომენტალურად დავურეკე ჩემს მენაბდეს კითხვით, თუ იცნობდა და თუ დამაკავშირებდა ინგას? რა თქმა უნდა, მანანამ ძალიან ოპერატიულად, მეორე დღესვე გაუკეთა ორგანიზება აღნიშნულ საკითხს და ამ დღიდან ძალიან მოკლე დროში, ავიღე ბილეთი და გავემგზავრე ბელგიაში ინგასთან, ვიცოდი რაც მინდოდა, მაგრამ სად მივდიოდი, ეგ არ ვიცოდი...

სურვილი მხოლოდ ერთი იყო, რომ ინგას სიმღერები, ყველაფერი აღმედგინა და შემდეგ ალბომის სახით გამოგვეცა.

ვგრძნობდი, მის უნიკალურ ხმას და პიროვნებას, რომლის ყურადღების გარეშე დატოვებაც უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩავედი ბრიუსელში და ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით, ცოტა უცნაურად მიყურებდა, მეც დაახლოებით ასევე. უკვირდა, ასეთ ახალგაზრდას, რატომ მოგინდა ჩემი ალბომის და სიმღერების გაკეთებაო?..

დავიწყეთ მუშაობა, როიალის ნაცვლად ორღანზე გვქონდა რეპეტიციები, გამომიცხადა მეტი არ მაქვსო..)) სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ინგულის განსაკუთრებულად ძალიან თბილი, გამორჩეული ურთიერთობა. ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული...

ალბომს "ოქროყანის აღმართი"დავარქვით.

ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო...


ინგულ, მეც ძალიან მიყვარხარ! 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ამღერებული ხვიჩა კვარაცხელია და მხიარული კადრები ფეხბურთელის ქორწილიდან

შური, უიმედობა, გრიგალივით ანადგურებს ჯანმრთელობას... მისი საწინააღმდეგო წამალია რწმენა" - მამა ბენიამინი

რა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი

"ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა..." - რა სიახლეა მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძისკენ