კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
გოჩა ჭაბუკაიძეს თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება ოცნებად ჰქონია; მსახიობი არ გამხდარა, ცხოვრების გზამ მუსიკოსად ჩამოაყალიბა, მედავითნის როლი მისცა, წიგნები აწერინა, თუმცა მისია ამით არ ამოწურულა; ჩვენი სურვილები და ოცნებები მატერიალურია და გულით თუ გინდა, ხდება კიდეც;
აგერ უკვე მეოთხე ფილმში იღებენ, მაგრამ როლსაც ხომ გააჩნია? მოძღვრის განსახიერება მიანდეს; დანარჩენს "პრაიმტაიმთან" თვითონ ჰყვება;
გოჩა ჭაბუკაიძე: როცა ჩანაფიქრისკენ გულით მიილტვი და კეთილი მიზნების გაქვს, მთელი სამყარო გეხმარება მის განხორციელებაში; ჩემ ოცნებას, სამსახიობო ფაკულტეტი დამემთავრებინა, ახლა ესხმება ფრთები; მეოთხე ფილმში მიღებენ უკვე;
ამჯერად მოძღვრის როლი მანდეს, საკმაოდ რთული და ძალიან საპასუხისმგებლო; მან უნდა ანუგეშოს არა მხოლოდ მასთან მისული სულიერი შვილი, არამედ ფილმის მაყურებელიც; სული კი ისეთი რამაა, შეიძლება სიტყვით ან გადარჩეს, ან წარწყმდეს ადამიანი;
ფილმში, რომლის სახელწოდებაა "წამალთან თამაში", ქალბატონ მაკა ბერაიას წყალობით მოვხვდი მან თავისი სურვილი გამანდო, მინდა ოდესმე თქვენთან ერთად ვითამაშოო; დაემთხვა ისიც, რომ რეჟისორს, ბატონ ლაშა სამსახარაძეს ნანახი ვყავარ ფილმში "უსახლკარო"; მოკლედ, ამ ორი ადამიანის წყალობითა და სურვილით აღმოჩნდი სრულმეტრაჟიან ფილმში, რომლის გადაღება დასასრულს უახლოვდება;
ფილმი თანამედროვე პრობლემაზე, ოჯახურ ძალადობაზეა; სიყვარულით შექმნილ ოჯახში როგორ ინგრევა ბედნიერება, როდესაც ქმარი წამალზე დამოკიდებული ხდება; ამას რაც მოჰყვება, ნათელია, ჩხუბი, კამათი, უსიამოვნებები, ფიზიკური ძალადობა...
ქმრისგან გულგატეხილი და ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩემს გმირთან სულიერ შვილს მიჰყავს; მე ვაძლევ დარიგებას, რომ ის ჭეშმარიტების გზაზე დადგეს;
რთული იყო ჩემთვის, სცენარი, სიტყვები გულამდე უნდა მიმეტანა; ერთი ასეთი რამ მოხდა: საფინალო სცენის გადაღების დროს, როდესაც ამ ქალს ვემშვიდობები, სცენარით გათვალისწინებული სიტყვის ნაცვლად ვთქვი სიტყვა, რომელიც უნებურად, გადმომსკდა და წამოვიდა ჩემი ბაგეებიდა; ვეღარ ვჩერდებოდი და რეჟისორმა რომ გადაიღო, მერე თქვა, მე ამ კადრს ვტოვებ ფილმშიო; გამოვიდა, რომ ასე იმპროვიზაციით შევცვალე სცენარი; დუბლს ხომ ვერ გაიმეორებთო, მთხოვეს; ვერა-მეთქი; მეორედ იმ სიტყვას, იმ აზრებს ვერ დავაწყობდი, თან ემოციით და მღელვარედ ვსაუბრობდი; ქალბატონმა მაკამ მითხრა, მართლა სულიერ მოძღვართან მეგონა თავი, ისე შემიყვანა როლში თქვენმა სიტყვამო;
სხვათა შორის, მაკამ თავისი მოძღვრის ანაფორა მოიტანა, რომ მე ჩამეცვა ფილმში; მის მოძღვარს ჩემთან დაუბარებია, დიდ პატივს ვცემ გოჩას და ჩემგან სიყვარულით მოიკითხეო;
ეს ანაფორა რომ ჩამაცვეს, ცახცახმა ამიტანა; მაშინვე მოვიდა პასუხისმგებლობა, განცდები; მეეზოვე რომ ვითამაშე, ხალხს ეგონა, მეეზოვედ დავიწყე მუშაობა; ახლა ფოტოს დავაწერე, კინოფილმის კადრია-მეთქი და დააკომენტარეს, რა იცით, იქნებ სერიოზული ნაბიჯია იმისკენ, რაც შემდეგში უნდა მოხდესო;
მე ვგრძნობ, რომ ჩემი ცხვრების ბოლო ეტაპზე, ალბათ, მონასტერში წავალ;
როცა სარწმუნოებაში შევდგი ფეხი, ერთ კვირაში "მოვთხოვე" მოძღვარს საერო ცხოვრებიდან წასვლის კურთხევა მოეცა; ოჯახზე ფიქრი შეგაწუხებს და ღმერთთან ფიქრით ვერ იქნებიო, მითხრა; მე შენ გაკურთხებ ამგვარად, როდესაც შენი ოჯახი შენზე ეკონომიკურად დამოკიდებული არ იქნება, მაშინ სრულიად დამშვიდებული გულით შეგიძლია წახვიდეო; აღთქმა იქ არ დამიდია, მაგრამ სურვილი მაქვს, განგება რამდენად ღირსად ჩამთვლის, რომ ბერის სახით ვემსახურო; უფლის ნება რაც იქნება, დავყვები;
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ იყო წმინდა პორფირე და რა კავშირი აქვს მას გენიალურ "შერეკილებთან"