„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
1738858625
მარად 26 წლის მწერალ ჭაბუკს - გურამ რჩეულიშვილს ხშირად იხსენებენ სხვადასხვა ფეისბუქგვერდებზე.
გურამზე მოგონებებსა თუ მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე.
ვინმე ქალბატონი დოდო რჩეულიშვილის ამ სიტყვის ქვეშ საინტერესო კომენტარს წერს.
"მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, "სტუდენტის სახე" არ მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს, მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ, დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ, ფული არა მაქვს - ცარიელა გული ვის რად უნდა?
შეყვარებული ვარ, საყვარელი არა მყავს.
ეს ამბავი სპარსული ბაიათების გავლენით კი არ არის დაწერილი, არამედ, ფაქტია ჯერ-ჯერობით და მერ-მერობითაც.
უშნო არა ვარ - ჩემი სილამაზე თვალს არავისა სჭრის, კარგი ტანი მაქვს, ფეხები ცოტა მოღუნული. ერთი სიტყვით, რაცა ვარ, ეგა ვარ. გურამ რჩეულიშვილი"
დოდო: ბავშვი ვიყავი, სადღაც 17 წლის. არ ვიცნობდი, ვინ იყო. იმ დროს გაგრაში ვიყავი. მისი ნაჩუქარი შარფი შენახული მაქვს. მწარედ ვტიროდი.
ქალბატონმა უფრო ვრცლად არ ისურვა იმ ავი მომენტის გახსენება, როდესაც სხვის გადასარჩენად ტალღებში შევარდნილი გურამი მარადისობას შეუერთდა...
"არც ვიცოდი ვინ იყო, მერე თბილისში რომ ჩამოვედი, აქ გავიგე... მეტს ვერაფერს ვიტყვი."