პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი კეკელიძე წარსულიდან ხშირად იხსენებს ეპიზოდებს და მისებურად გემრიელად სიტყვაკაზმულად ფეისბუქზე პოსტავს. ამას წინათ გაიხსენა, მამის გარდაცვალებას როგორ ვერ გაუძლო ბებომ და ორ დღეში მანაც როგორ მიაბარა სული უფალს. მოსასამძიმრებლად მოსულნი კი, ხელის ჩამორთმევის დროს, გიორგის ასე პირდაპირ და გურულად ეკითხებოდნენ, და შენ როის აპირებო?
"ვინმე უცხოელს რომ ეს სცენა ენახა, იფიქრებდა, რომ ბებიაჩემის და მამაჩემის კვალად, უკვე ჩემი რიგი იდგა და ამას მეკითხებოდნენ. მაგრამ მე ქართველი ვარ, მეტიც - გურული და იოლად ვხვდებოდი, ცოლის მოყვანას რომ გულისხმობდნენ. ამ ლინგვისტურმა თამაშმა უცებ ხელი მკრა და ამხელა დარდის კაცი გამაცინა. მართალია გულში, მაგრამ ხმამაღლა ვიცინოდი და ყოველ ასეთ შეკითხვაზე ვხვდებოდი, როგორ ბრუნდებოდა სიცოცხლე ჩემთან - უცნაური და შეიძლება მიუღებელი, მაგრამ მაინც გარდაუვალი გზებით. ეს არის გურია. ის მდარე და უგერგილო ანეკდოტები კი არა, მოკოლორიტო ხალხი რომ ყვირილით ყვება, ეს - უცაბედი და მხოლოდ შენთვის გასაგები ამბები, რომელიც მოყოლით ისეთი ვერ გამოდის, როგორიც იქ და მაშინაა", - წერს გიორგი.
იქვე კი, ცნობისმოყვარეთათვის, კომენტარს ურთავს.
"რადგან აქაც დაჟინებით მეკითხებით, მინდა ასე ექსკლუზიურად დაგპირდეთ, რომ ჩემგან საჯაროდ ვერასდროს გაიგებთ ცოლს ვირთავ ან შვილი მყავს თუ არა. მესმის, რომ ჩვენს სახეობას (მეც - მათ შორის) დიდწილად სხვისი ცხოვრება შია, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს ვინმეს სადილი და ვახშამი გავხდე ან მით უფრო - სხვა ადამიანი გავხადო. მიყვარხართ და მხოლოდ საქმეებში გეგულებოდეთ."