"გალაკტიონში ორი პიროვნებაა: ერთი კეთილი, მეორე კი - ავი, რომელიც მჩაგრავს და..." - პოეტის სამი ცოლის სამი ისტორია

colebi

გალაკტიონს 3 ცოლი ჰყავდა.
ოლღა ოკუჯავაზე 25 წლის გალაკტიონი 1916 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდა. ოლღა მეორედ გადაასახლეს და 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს, მაშინ გალაკტიონი 50 წლის გახლდათ.

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს - ოლია ოკუ­ჯა­ვას ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ქუ­თა­ის­ში გა­უც­ნი­ათ. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ე­ბი, თურ­მე, ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ, მარ­ტოდ მო­მა­ვა­ლი, იმ­ხა­ნად ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე ოლია რომ შე­უ­ნიშ­ნავთ. თა­ვად ოლია იხ­სე­ნებ­და: გა­ლა­კტი­ო­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა ტან­ჯვად გა­და­მექ­ცე­ო­დაო. ტა­ბი­ძე­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი - კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია იქვე, ოლი­ას სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იყო და ახალ­გაზ­რდა ქალს შემ­ჩნე­უ­ლიც ჰყავ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, გა­ნუყ­რე­ლი შარ­ფი­თა და ქუ­ჩა­ზე გან­მარ­ტო­ე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო მათი ნაც­ნო­ბო­ბაც და სიყ­ვა­რუ­ლიც. იმ­ხა­ნად გა­ლა­კტი­ო­ნი 20 წლის ყო­ფი­ლა. ოლია სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ზო­გი­ერ­თი, თურ­მე, მას "უშ­ნო­დაც" კი მი­იჩ­ნევ­და. ერთხელ ამ უკა­ნას­კნე­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის შვილ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნატო ოკუ­ჯა­ვამ აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რამ­ხე­ლა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა, ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და­თო. გა­ლა­კტი­ო­ნის ძმის­შვი­ლი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნო­დარ ტა­ბი­ძე კი მათ სიყ­ვა­რულს "უდი­დეს და უმ­ძაფ­რეს პო­ე­მას" უწო­დებ­და.

გურამ მეგრელიშვილი: ოლღა ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა შე­ვი­და კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში და იყო აქ­ტი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, მებ­რძო­ლი და მას­კუ­ლი­ნუ­რი ენერ­გე­ტი­კის ქალი. და­დი­ო­და გა­ლი­ფე შარ­ვლით, ია­რა­ღით. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, რო­გო­რი უც­ნა­უ­რია ადა­მი­ა­ნის სული, გო­ნე­ბა, ვნე­ბე­ბი. აქეთ გალა - მო­სი­ა­რუ­ლე ღრუბ­ლებს ზე­მოთ, სი­ტყვის ჯა­დო­ქა­რი, გრძნო­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის უც­ნა­უ­რად დამ­ბუ­ჟე­ბე­ლი არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მორ­წმუ­ნე კაცი და იქით მისი საყ­ვა­რე­ლი ცოლი, ოლღა. გა­ლას ცხოვ­რე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბით. პო­ე­ტის ნამ­დვი­ლი მუზა, ერთი შე­ხედ­ვით არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი, რო­გო­რიც ათა­სო­ბით, ასი ათა­სო­ბი­თაა ჩვენ გვერ­დით. ათე­ის­ტი, პარ­ტი­უ­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, არა რო­მან­ტი­კა, არა "ცის­ფე­რი ცხე­ნე­ბი", არა "სი­ლაჟ­ვარ­დე­ე­ბი" და მა­ინც, ტა­ბი­ძის სუ­ლის აღ­ვი­რი.

"...ოლ­კინ, მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? მე მგო­ნია, არა!.. ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს? და­დე­ბი­თად ძლი­ე­რი ჩემ­ში არა­ფე­რი არ არის. რომ ვიყო ბა­ი­რო­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გი­ო­ტე... მა­შინ შე­მიყ­ვა­რებ­დნენ. მე კი ისე პა­ტა­რა და დაწ­ვრილ­მა­ნე­ბუ­ლი კაცი ვარ... მაგ­რამ არა­ფე­რია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კი­დევ წა­ვიბ­რძო­ლებთ - ი.ხ.). შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? ... მომ­წე­რე, ოლ­კინ, რა­ნა­ი­რად და რის­თვის გიყ­ვარ­ვარ... რას იზამ ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით... მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რაც იზამ ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო"... (31 აგ­ვის­ტო, 1914 წ. ქუ­თა­ი­სი)

გა­ლა­კტი­ო­ნი პირ­ვე­ლად ოლი­ას აკი­თხებ­და თა­ვის ლექ­სებს, ის იყო მისი პო­ე­ზი­ის პირ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი. თვი­თო­ნაც უნი­ჭი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქალი იყო, ისიც წერ­და. ქუ­თა­ი­სის წმ. ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე, ოლი­ას ჭი­ა­თუ­რა­ში მო­უხ­და წას­ვლა - მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. გან­შო­რე­ბას ორი­ვე სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. ოლია ამ­ბობ­და, სულ მგო­ნია, კარი გა­ი­ღე­ბა და ჩემი გა­ლა­კტი­ო­ნი შე­მო­ვაო.  გა­ლა­კტი­ო­ნი კი საყ­ვა­რელ ქალს სწერ­და: "ოლია! მას შემ­დეგ, რაც შენ წადი, რა­ღაც სა­ში­ნელ­მა სი­ცა­რი­ე­ლემ მო­იც­ვა მთე­ლი ჩემი არ­სე­ბა... სი­ცა­რი­ე­ლემ, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას არ ვიცი, რა­ნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შეძ­ლებს და რა არის მისი წა­მა­ლი? რო­დე­საც შენ აქ იყა­ვი, მე შე­მეძ­ლო და­მე­ნა­ხე შენ... ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ შენს ახ­ლოს ყოფ­ნა საკ­მა­რი­სი იყო, რომ შენს გარ­და არა­ფერ­ზე არ მე­ფიქ­რა"... (6 იან­ვა­რი, 1914 წ.)

ოლია ისე­თი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი კო­მუ­ნის­ტი გახ­და, მოს­კოვ­ში სწავ­ლი­სას, თურ­მე, კო­მუ­ნის­ტურ შა­ბა­თო­ბებ­ზეც და­დი­ო­და. ერთხელ, მო­რე­ბის ზიდ­ვი­სას, მარ­ცხე­ნა ხელ­ში ხიწ­ვი შე­ერ­ჭო, სის­ხლი მო­ე­წამ­ლა და ხე­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ოლი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთ­ქვამს, მე გა­ლა­კტი­ო­ნის მე­უღ­ლე ვარ და უხე­ლო ვერ ვიქ­ნე­ბიო. ხელი გა­უხ­მა, თურ­მე. ოლი­ას ძმის, შალ­ვას მე­უღ­ლეს უთ­ქვამს, - ოლი­ას ისე­ვე ფა­ნა­ტი­კუ­რად უყ­ვარ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, რო­გორც პარ­ტი­აო და ფაქ­ტია - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც კო­მუ­ნის­ტებ­მა მას და­მარ­თეს, მათი მა­ინც ბო­ლომ­დე სწამ­და.

გალ, სა­ტა­ნურ ძა­ლას ვფლობ და ძა­ლი­ან მინ­და მო­გეხ­ვიო, მაგ­რამ მე­ში­ნია, რომ ვერ გა­უძ­ლებ შენ. მიყ­ვარ­ხარ ცე­ცხლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლით, გა­უფრ­თხილ­დი, არ ჩა­აქ­რო ეს ცე­ცხლი. ჩემი ცე­ცხლი ახალ სამ­ყა­რო­ებს პირ­დე­ბა შენს გე­ნი­ას..." (1928 წ. ივ­ლი­სი)

ხალ­ხის მტრად" შე­რა­ცხუ­ლი და ორი­ო­ლის ცი­ხის პა­ტი­მა­რი ოლია ოკუ­ჯა­ვა 1941 წელს დათ­ვე­ბის ტყე­ში დახ­ვრი­ტეს, რა­საც გა­ლა­კტი­ო­ნის დეპ­რე­სია და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რე­ბი მოჰ­ყვა...

მეორე, არაოფიციალური ცოლი იყო ესტონელი მკვლევარი, ოლღა დარიუსი, რომელსაც გალაკტიონი მეუღლეს უწოდებდა და ერთად ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი. დარიუსი ერთ-ერთ წერილში გალაკტიონზე ამბობს: "გალაკტიონში ორი პიროვნებაა: ერთი კეთილი, გულისხმიერი, სინათლეს რომ მაფრქვევს და სიცოცხლის წყურვილს მიმძაფრებს, მეორე კი - ავი, ბოროტი, რომელიც მჩაგრავს და მაწამებს".
გალაკტიონი გადასახლებაში მყოფი ოლღა ოკუჯავასთვის წერილებს დარიუსს აწერინებდა და აგზავნინებდა.

გალაკტიონის გერის ნუნუ ებანოიძის მოგონებებიდან:
"გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა. მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა. მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ. ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“.

იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს „მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ 1937 წელს დახვრიტეს. აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს..."
 

გალაკტიონი მესამე ცოლის - ნინო კვირიკაძის შესახებ: ,,ნაშუადღევიდან ნერვებს მიშლიდა ჩემი კნეინა(ნინო). ჩემს თავზე ვკვირობ, როგორ ვახერხებ მაინც რაიმეს გაკეთებას. ტრამვაიში ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, თუ როგორ გაბედა ვიღაცამ ურიგოდ ჩვენს წინ დადგომა. შემნახველ სალაროსთან ახმაურდა იმის გამო, თუ რატომ პირდაპირ არ წავალთო, უნივერმაღში იმის გამო, რომ გამყიდველმა შეცდომით ლიმონათის მაგიერ ლუდი გახსნა: შეფუცხუნდა და სულ გაიქცა მაღაზიიდან, მერე გზაში დამეწია და აყვირდა: ასე, ბატონო, ამიერიდან შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის წავალო... და გაიქცა სადღაცა.მე მწერალთა კავშირისაკენ წავედი, გავიხედე: აკი, ისევ მობრუნებულა, და ისევ ჩხუბი ამიტეხა: ამიერიდან შენ შენთვის და მე ჩემთვისო, და ისევ გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დამეწია, როცა ჩემს მთარგმნელს გიორგი ცაგარელს ვესაუბრებოდი. მან სიტყვა ჩაურთო ჩემს შესახებ: ეჰ, თქვენ რა იცით, როგორი სუსტი და უგუნებოა გალაკტიონიო.

მწერალთა კავშირში ვიღაც ქალი დამელაპარაკა. ახლა ამან გადარია: როგორ გელაპარაკებოდა, ვინ იყო, ყველაფერი შენი ბრალიაო. კინოში რომ წავიყვანე, ვიღაც სომეხს ისე უდგა, თითქო ეს-ესაა იდაყვით შეეხებაო, ლოჟაში რომ ვიჯექით, ისე უნამუსოდ დაჯდა, გეგონებოდა, სიბნელეში მის უკან მჯდომ კაცთან რომანის გამართვას ეპირებაო.მე ავდექი და ლოჟიდან გამოვედი. კნეინაც თან გამომყვა. ერთ ნაბიჯზე არ მტოვებს, რომ მარტო დავრჩე და ერთ წუთს არ უშვებს, რაიმე უსიამოვნება რომ არ მომაყენოს. პირდაპირ აუტანელია. მერე როგორ დროს!მიშლის ხელს ყოვლად ცინიკურად, აღვირახსნილად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამნაირად ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე უნდა ვიღონო"... გალაკტიონის დღიურიდან. 1948 წ. 

ფოტოზე: გალაკტიონი მესამე ცოლთან და გერებთან ერთად.