რატომ და სად ეძებდა გალაკტიონ ტაბიძე ელენე ყიფშიძეს - რას წერდა გენიალური პოეტი მსახიობზე

გალაკტიონი

გალაკტიონ ტაბიძე ელენე ყიფშიძის შესახებ თავის დღიურში პატარა ამბავს იხსენებს.

 „გამყიდველი. ერთსართულიანი სახლი. ჩვენ მაინც შევედით. და ვიკითხეთ:
 - აქ ხომ არავინა ცხოვრობს?
 - არავინ! აქ, რკინის გზის ბილეთებსა ვყიდით, - სთქვა მოლარე ქალმა. - შე­იძლება ეზო­ში ცხოვრობენ, მაგრამ მაშინ ეს იქნება არა პლეხანოვის პროს­პეკ­ტი, არამედ სულ სხვა ქუჩა.
 ჩვენ გავედით მეორე ქუჩაზე. შევედით ამ სახლის ეზოში. ორი ხანში შე­სუ­ლი ქა­ლი სარეცხსა რეცხს. ვკითხეთ, თუ აქა სცხოვრობს მარჯანიშვილის თე­ატრის მსა­ხიობი ქალი ლენა ყიფშიძე? - არ გაგვიგონიაო, გვიპასუხეს. აქ არც ერთი მსა­ხიო­ბი არ ცხოვრობსო.
 მაშინ კი ვიფიქრე: ე რა გვიყო ნუნუმ? აშკარა შეცდომაში შეგვიყვანა. მაგ­­რამ რა მიზნით-მეთქი? რა არის მიზეზი?
 და გავიფიქრე: საღამო, ხუთი თვეა, რაც მზადდება თითქო. ხელმძღვა­ნე­ლი ამ საღამოსი არის ლენა.  მასთან დადის ნუნუ. როგორ არ იცოდა ნუნუმ ლე­ნას სახ­ლის მისამართი? ეს ხომ აბუჩად აგდებაა. და გავიფიქრე უნებლიედ: უნ­და მო­ვე­ლოდეთ გაცილებით მეტს.
 დავბრუნდით რკინისგზის ბილეთების გამყიდველ სალაროში. იქ გამგის კა­­ბი­ნეტ­ში შევედით და ვთხოვეთ, ნება დაერთოთ ტელეფონით გველაპარაკა. ზრდი­ლო­ბიანმა გამგემ, ქალმა, ნება დაგვრთო, ავაწყოთ ლენას სახლის ტელე­ფო­ნი. დავ­რე­კოთ.
 - ლენა ბრძანდებით? ააა, გამარჯობათ, როგორაა საქმე?
 - ძალიან კარგადო, - გვიპასუხა ლენამ, - საღამოს რეპეტიციებს გავ­დი­ვარ­თო.
 - შეიძლება თუ არა დავესწროთ დღეს თქვენს რეპეტიციას?
 - რაღაც უხერხულია...
 - ძალიან კარგია. გვითხარით, რომელ [ქუჩაზე] ნომერში ცხოვრობთ თქვენ, 173, არა?
 - რომელი ნომერია თქვენი სახლი.
 - 71. გვიპასუხა ლენამ...
 - სად?
 - მაქსიმ გორკის კლუბის გვერდით!
 აქ გამოირკვა, რომ ნუნუმ ტყუილი ნომერი მოგვცა სახლისა, შეცდომაში შეგ­­ვიყ­ვანა, რომ რეპეტიციაზე დასწრება შეიძლება.
 ეს გარემოება ძალზე დამაფიქრებელია. მე კი ვფიქრობდი ამ ქალის უნი­ვერ­­სი­ტეტში გამოყენებას.
 (როდესაც სახლში დავბრუნდი, ნუნუს ეცვა ჩემი პიჟამო, გამოტანილი ჩე­მი სა­ტანისამოსო შკაფიდან. (ჰმ).
 ყოველივე ეს ძალიან დამაფიქრებელია!
 ჰმ...
 სად სახლი №173 და სად 71? „ცხოვრებისგან წყალწაღებულის ამბავია!“ ლე­ნა აქ ხავ­სია. სხვა არაფერი.  ლენაც იმ ჯგუფისაა. რომ საქმე სხვანაირად მო­­ვატ­­რია­ლოთ? მაგრამ... მივყვეთ. გავუგონოთ ბორბლებს სიარული. შემდეგ ეს ბორბლები ჩვენს ნებაზე მოვატრიალოთ.
 რაც შეეხება ნუნუს... შევისწავლოთ კარგად ის...“ - წერდა გალაკტიონი თავის დღიურში, 1952 წელს.

წყარო: