გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, თვითნასწავლ მხატვრ ლევან კუტაძის განსხვავებული ხედვის და შესრულების სტილით გამორჩეული, სიურრეალისტურ და ჰიპერრეალისტურ სტილში შესრული ნამუშევრების გამოფენა - „კალმით ნაამბობი ისტორია" გაიმართა.
მისი ნამუშევრები, ფერადი საწერი კალმითაა შექმნილი. ახალგაზრდა შემოქმედი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნახატს სახელს არ არქმევს, რომ ადამიანი ჩარჩოში არ მოექცეს და კონკრეტული მიმართულებით დაიწყოს ფიქრი:
დავიბადე 1992 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში. ჩემი დიდი ბაბუა არქიტექტორი იყო, მასაც ჰქონდა ნიჭი ხატვის და აქედან გამომდინარე მოვსინჯე ხატვა. მატერიალისტი არასდროს ვყოფილვარ, უფრო გრძნობებს და ჯანსაღ ურთიერთობებს ვაფასებ. ხატვა, ჩემი სულიერი საზრდოა და მთელ ცხოვრებას ვუძღვნი.
- როდის შეამჩნიეთ, რომ განსაკუთრებით გიტაცებთ ხატვა?
ხატვა რომ „ჩემი“ იყო, 19 წლის ასაკში შევამჩნიე, როცა პირველად ვსინჯე და აშკარად გამომივიდა, რაშიც დიდი წვლილი, ჩემ ოჯახს მიუძღვის, განსაკუთრებით მამას.
- როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახის წევრებს, თქვენი პროფესიული საქმიანობის მიმართ?
ოჯახის წევრები, ყოველთვის სტიმულს მაძლევდნენ და გვერდში მედგნენ. ერთადერთი რაც არ მოსწონთ, მუშაობის დროს, ღამეებს ვათენებ - დროის შეგრძნებას ვკარგავ.
- რა მახასიათებლებია, რაც გეხმარებათ, რომ თქვენი ნაშრომი განსაკუთრებული და საინტერესო იყოს...
ჩემთვის იდეალური გარემოა, როცა ხატვის დროს მარტო ვარ - მაქსიმუმ, ერთი ადამიანი და უბრალოდ, უნდა მიყუროს, მეტი კონტაქტი, უკვე იდეალურს არღვევს.
რა თქმა უნდა, მუსიკა უნდა იყოს ჩართული, მის გარეშე, არასდროს ვხატავ, იდეალური გარემოსთვის, განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, მხოლოდ ეს მყოფნის - კალმები, მე, მუსიკა და ნახატი!
ჩემი ნამუშევრები იმით არის განსაკუთრებული, რომ საწერი კალმით შესრულებულია და უშეცდომო ვარ.
საინტერესო იმიტომ არის, რომ ჰიპერრეალისტურთან ერთად, სიურრეალისტურ სტილშიც ვხატავ და რამდენიმე ნამუშევარში, ჩემთვის მნიშვნელოვანი აზრი დევს.
- რას გადმოგვცემს ნახატებზე გამოსახული ფიგურები - რეალური და ირეალური სამყარო
გააჩნია რომელი ნამუშევარია და რა პერიოდში დავხატე, უმეტეს წილად გრძნობაზეა. დეტალებში, პატრიოტულ თანაგრძნობასაც ნახავთ, ასევე ცხოვრებისეულ ფიქრებს.
ზოგადად, სილამაზე მიყვარს ნებისმიერ საქმეში და ვცდილობ, რომ ნამუშევარში აზრი ლამაზად გადმოვცე, რომ მისი ნახვით, ადამიანმა სიამოვნება მიიღოს, რამდენად გამომდის ეს, ხალხმა უნდა განსაჯოს.
- რით არის გამორჩეული თქვენი ნახატები?
ჩემი ნამუშევრები, კალმით არის შესრულებული და ეს ყველაფერი ხდის მათ სხვებისგან გამორჩეულად, რადგან დიდი დრო და ენერგია სჭირდება ერთი ნახატის დახატვას, ზოგჯერ ერთ წელსაც ვანდომებ.
- როდის მიმდინარეობდა ბოლო დროს თქვენი ნახატების გამოფენა?
ჩემი ბოლო გამოფენა, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, 2 მარტს სრულდება - ა.წ. 20 თებერვალს თბილისის ისტორიის მუზეუმში, ქარვასლაში გაიხსნა ჩემი ნახატების გამოფენის, სახელწოდებით - „კალმით ნაამბობი ისტორია“.
- რა დროს ანდომებთ, ერთი ნახატის დასრულებას, ყველაზე მეტი რომელ ნახატს დაუთმეთ?
ყველაზე დიდი დრო, მიახლოებით 1,2 წელი დამჭირდა. ნახატს სახელს არ ვარქმევ, რადგან ადამიანი, ჩარჩოში არ მოექცეს და კონკრეტული მიმართულებით არ დაიწყოს ფიქრი - ამიტომ არ აქვს, ჩემ ნახატებს სახელი.
- რომანტიზმის მნიშვნელობა მხატვრობაში...
ვფიქრობ, რომ ყველა მხატვარი რომანტიკოსია - რა არის ხატვა, გრძნობების გარეშე! ალბათ უბრალოდ, კალმის ხარჯვა. კალმით მხოლოდ ნახატს ვხატავ, სხვა არაფერი შემიქმნია ჯერჯერობით.
- რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო მხატვრისთვის?
ძალიან დიდ როლს თამაშობს ოჯახური გარემო ხატვის დროს, რადგან სიწყნარე მნიშვნელოვანია.
- ის, რაც ყველაზე მეტ სტიმულს გაძლევთ (თქვენი მუზა)...
სტიმულს მუსიკა მაძლევს, მუზა - ხატვის პროცესში მოდის! კალამს რომ ხელში ვიღებ, ყველაფერი თავისით მოდის ჯერ თავში, მერე ფურცელზე გადმომაქვს. არასდროს წინასწარ არ მომიფიქრებია და დამისახავს რაიმე. უშუალოდ პროცესში მოდის ყველაფერი.
- პანდემია და მხატვრობა (დადებითი და უარყოფითი მხარეები)
პანდემიამ ჩემ შემოქმედებაზე უარყოფითად იმოქმედა, გამოფენა ვერ გავაკეთე - 2 წელიწადი გაჩერებული ვიყავი შემოქმედებითად.
- თქვენი ხასიათი გამოიხატება ნამუშევრებში?
თუ ვინმეს უნდა რომ ახლოს გაიცნოს ჩემი სამყარო და პიროვნება, ნახატები უნდა დაათვალიეროს, თითქმის ყველაფერია ნათქვამი.
- როდესმე საკუთარი ნახატი გააჩუქეთ, ან გაყიდეთ?
მხოლოდ ერთი ნახატი, ილია მეორეს გადავეცი პირადად - უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი დავხატე და ვაჩუქე.
ამ ნახატზე, ექვსი თვე ვმუშაობდი. გაყიდვით არა, რადგან ძალიან მიჭირს ამ თემაზე ფიქრი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ნახატები.
- რა არის მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნებაში და რა განსხვავებაა ძველისგან (რომელ მხატვარს ანიჭებთ უპირატესობას?)
მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ დროულად დავაფასოთ თანამედროვე მხატვრები, ისე როგორც ძველი მხატვრები დაფასდნენ, ოღონდ დაგვიანებით. ძალიან მომწონს სალვადორ დალის ნამუშევრები.
- თქვენი ნახატების მნახველი, ხელოვნებაში აუცილებლად გარკვეული უნდა იყოს?
აუცილებელი მხოლოდ ის არის, რომ ხელოვნებისადმი სიყვარული ჰქონდეს ადამიანს, როდესაც ნახატებს დაათვალიერებს და როგორ ისიამოვნებს, უკვე მასზეა დამოკიდებული.
- გამოარჩევდით რომელიმე თქვენ ნახატს?
ყველა ნახატს სიყვარულით ვხატავ, ძალით არასდროს მიმუშავია , ამიტომ ვერ გამოვარჩევ ნამუშევრებს.
- რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკა თქვენთვის - როცა გაკრიტიკებენ, განიცდით?
სიმართლე გითხრათ, კრიტიკით არავის მოუმართავს, ჩნდება მხოლოდ კითხვები და რა თქმა უნდა, პასუხები ყოველთვის მაქვს, ყველაზე ხშირი კითხვაა - „როგორ“?
- თქვენი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო...
ჩემი ბოლო ნამუშევარი, ძალიან მომწონს, როგორიც მინდოდა ზუსტად ისეთი გამოვიდა. რაც შეეხება ინსპირაციის წყაროს, კონკრეტულად არაფერია, თავისით მოდის, როცა მუსიკას ჩავრთავ და ნახატს მივუჯდები კალმით ხელში.
- ომის (უკრაინა) თემას, მიუძღვენით რომელიმე ნახატი?
ზოგადად, პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ხალხის და განსაკუთრებით პატრიოტი ხალხის ტკივილი და ასეთი მდგომარეობა მეც მტკივა.
რა თქმა უნდა უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავარ - ამ ყველაფერს, ერთ-ერთ ნამუშევარში გადმოვცემ, ჩემს სათქმელს, კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.
- თქვენი მიზანი და სამომავლო გეგმები...
ჩემი მიზანია, რომ ხალხმა, ჩემი ნამუშევრები გაიცნოს და ისიამოვნოს, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა არ ვჩერდები, კიდევ შევმატებ ნამუშევრებს, მინდა საზღვრებს გარეთ გავიტანო, რადგან უფლისგან ბოძებული ნიჭი განვავრცო და განვავითარო.
ალბათ, მაშინ ვცხოვრობ, როცა ვხატავ, სხვა დროს ვარსებობ! არ არსებობს ადამიანი უპრობლემოდ, რა თქმა უნდა, მათ შორის მეც. ცოტა ჯანმრთელობა მაწუხებს, დიდხანს ჯდომისგან, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება, ცხოვრების ბოლომდე მხატვარი ვიქნები, რადგან ხელოვანი ადამიანი ვარ.
ნახეთ ვიდეო