დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია აქტიურად მიმდინარეობს. საქველმოქმედო საქმიანობაში მოსახლეობის მაღალი ჩართულობაა. აქციაში სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები იღებენ მონაწილეობას. მოგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი, სადაც თავმოყრილია თბილი ტანსაცმელი, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და ჰიგიენის ნივთები.
„მადლობა მინდა ვუთხრა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და დირექტორებს ასეთი აქტიურობისათვის. მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს ამ აქციის მნიშვნელობა. ვფიქრობ, ასეთ რთულ დროს, აუცილებელია გავამხნეოთ და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ,“ - აღნიშნა საუბრისას სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა. სოლიდარობის აქცია გრძელდება.
მისამართი: ქ.სიღნაღი, აღმაშენებლის N 2 მუნიციპალიტეტის მერია.აქციაში ჩართვის მსურველებმა, ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 599 50 85 50; 599 85 55 72;