Exclusive:„არა ომს...ახედე ცას, ცა გაიხსნება, გესმის?... - ლევან ანჯაფარიძის გზავნილი მსოფლიოს

კლიპი - „ახედე ცას!“

„ომი ბარბაროსობაა, როდესაც მშვიდობიან მეზობელს თავს დაესხმებიან, მაგრამ ეს წმინდა მოვალეობაა, როდესაც სამშობლო იცავს”(გი დე მოპასანი)...

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს განხორციელდა. პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

„არა ომს"- ამ შინაარსის წარწერა, რუსეთ-უკრაინის ომის პროტესტის ნიშნად, მთელ ქვეყანაში გავრცელდა. 

აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის შემდეგ, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ პოსტტრავმულ სტრესის მდგომარეობაშია, რასაც დიდი ხნის წინ, ზიგმუნდ ფროიდმა „ომის ტრავმა“ უწოდა.

ქართველმა ცნობილმა რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ, მუსიკალური კლიპი  სახელწოდებით - „ახედე ცას!“, სწორედ ომის თემას მიუძღვნა, რომლის პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.

გადაღების იდეა, მას შემდეგ დაებადა, რაც ომის თემას, საკუთარი ლექსი - „ახედე ცას“ მიუძღვნა.

ლექსის, იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ლევან ანჯაფარიძე, მუსიკა – კაკო ვაშალომიძეს ეკუთვნის, დამდგმელი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე, დამდგმელი მხატვარი დათო საჯაია.

პროექტის პროდიუსერია, რეჟისორის მეუღლე ლელა მაქაცარია, რომელიც პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის გამო, კლიპი ლელა მაქაცარიას ხსოვნას მიეძღვნა.

სიმღერას ცნობილი რეპერი კაბუ (კახა აბუაშვილი) და ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ჩიქოვანი ასრულებს.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში რეჟისორი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კლიპმა სერიოზული დატვირთვა მიიღო, ეძღვნება ყველას, ვისაც შეეხო რუსეთის ბოლოდროინდელი დამპყრობლურ-სადამსჯელო ომები. არცერთი ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვის დაღვრილი სისხლი, არ შერჩება დიქტატორს:

ისეთი წინასწარმეტყველური გამოვიდა, შევშინდი! ისე მოხდა, რომ კლიპის - „ახედე ცას!“პრეზენტაცია, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისს დაემთხვა.

 

ვუყურებ ამ ყოველდღიურ ტრაგედიას და მაგიჟებს, გული მისკდება, როცა ამდენ თვალცრემლიან ბავშვს, დედას, მამას და მოხუცს ვხედავ.

მაგრამ ამ პერიოდში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, იმდენად სერიოზული დატვირთვა მიიღო, მინდა თამამად განვაცხადო, კლიპი მსოფლიოს, მშვიდობას, კაცთმოყვარეობას ეძღვნება!  

 ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა, არავის შერჩება ამ პატარა ბავშვების სისხლი.

 - სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით?

ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აბსოლუტურად სხვა თვალით დავინახე ქალი, ვფიქრობ, ამ თემაზე ფილმი გადავიღო. 

არასდროს ვექცევი ქალს უდიერად და უპატივცემულოდ, მაგრამ ახლა, როცა მარტო დავრჩი ათასჯერ მეტ პატივს ვცემ, ახლა უკეთ მივხვდი, თუ რას ნიშნავს ქალი!

ყველას მოგიწოდებთ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი მოეფერეთ, რომ მერე გული არ დაგწყდეთ.

კლიპი ეძღვნება ყველას, ვისაც რუსეთის ბოლოდროინდელი დამპყრობლურ-სადამსჯელო ომები შეეხო, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. არცერთი ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვის დაღვრილი სისხლი, არ შერჩება დიქტატორს!“

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის სცენარით გაღებული ფილმებია – „პიესა ოთხი ხელისთვის”(1989), „ორმაგი სახე”(1997), „არის ასეთი ქვეყანა”(2003), „მას საქართველო ჰქვია“ (დოკუმენტური, 2008, „მტერი ჩემი, ძმა ჩემი“ (2017).